გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს პრემიერ–მინისტრის კანდიდატურა წარუდგინა
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა დასამტკიცებლად გადაუგზავნა.
"მოგახსენებთ, რომ შემოსულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, რომელიც მე უკვე გადავაგზავნე პარლამენტში დასამტკიცებლად, რათა არ შეიქმნას შეფერხება, ამდენად ამ ორი-სამი დღის განმავლობაში მე მხარი დავუჭირე, როგორც პრემიერ-მინისტრის გადადგომას, ასევე ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენას, ახლა უკვე ჯერი საქართველოს პარლამენტზეა", - განაცხადა გუშინ გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ–მინისტრის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი განიხილება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


13:34
16:48
17:26
21:51
















