გიორგი მარგველაშვილმა პრემიერის დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულებას პრეზიდენტმა ხელი მოაწერა.
განკარგულებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
”საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაინიშნოს გიორგი კვირიკაშვილი”, - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.
პარლამენტმა შაბათს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ პარლამენტის დადგენილება პრეზიდენტის ადმინისტრაციას იმავე დღეს გადაეგზავნა.
შესაბამის დადგენილებას ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის დასრულების შემდეგ მოაწერა.
დღესვე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრების დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















