|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გიორგი სიხარულიძე ჩუმად, ღამღამობით აგროვებდა ხელმოწერებს"

თუმანიშვილის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე მის შემცვლელს  გიორგი სიხარულიძეს მის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობასა და ხელმოწერების მალულად ხელმოწერების შეგროვებაში ადანაშაულებს. შეთქმულების მეთაურად კი კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს ასახელებს -ამის შესახებ მან ტვ "მაესტროს" გადაცემაში ისაუბრა.

"როდესაც შენ ასე ექცევი თეატრს და ქეთი დოლიძის მაგივრად შეთქმულებით, მალულად მოგყავს სხვა, არის დანაშაული. ორი თვე ჩემს ზურგს უკან, ისე რომ 80%-მა არაფერი იცოდა, კულტურის სამინისტროს მიერ დაბარებული და ქუთაისიდან გამოძახებული სიხარულიძე დადიოდა და მსახიობებს ჩუმად აწერინებდა ხელს, თუმცა მხოლოდ 5 იყო საკმარისი წარდგინებაზე. სიხარულიძე რომ მოსულიყო ჩემთან და ეთქვა, რომ მასაც უნდოდა კონკურსში მონაწილეობა, ვეტყოდი, რომ კონკურსში მონაწილოების უფლება ქონდა, მაგრამ არა, ეს იყო ჩუმად, ღამღამობით მოქმედება", - განაცხადა ქეთი დოლიძემ, რომლის თქმითაც, თეატრი ახლა გასტროლებზეა და დაბრუნების შემდეგ არ აპირებენ ამ პროცესებს მშვიდად შეხვდნენ.

ქეთი დოლიძის  განცხადებით,  მიხეილ გიორგაძე თავადაა კორუმპირებული, რის მაგალითადაც  მის მიერ ჩატარებული პროექტები მოიყვანა.

 ქეთი დოლიძის ბრალდებას მესხიშვილის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე პასუხობს. როგორც მან "ნიუპრესს" განუცხადა, დოლიძის ბრალდება არის ტყუილი და რეალობას მოკლებული, რადგან თვლის, რომ ღია კონკურსში მონაწილეობისთვის მალულად მოქმედება არ ჭირდებოდა.

 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა