"ღია კონკურსში მალულად მონაწილეობა არ მჭირდებოდა"
"ღია კონკურსში მალულად მონაწილეობა არ მჭირდებოდა"- აცხადებს გიორგი სიხარულიძე ქეთი დოლიძის ბრალდების პასუხად.
"ქეთი დოლიძის ბრალდებები არის ტყუილი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მე მალულად არაფერი გამიკეთებია, არავისთან მივსულვარ ღამით, რადგან ეს იყო ღია კონკურსი და მასში მონაწილეობა ყველას შეეძლო. მე ყველა თაობის მსახიობთან მივედი ღიად და ვაცნობე მათ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. ამ თეატრთან ვთანამშრომლობ 1987 წლიდან, მაქვს დადგმული 4 სპექტაკლი და შემიძლია, როდესაც მომინდება, მაშინ მივიდე. მე მაქვს ყველასთან, როგორც ადამიანური, ასევე პროფესიული ურთიერთობა. ქეთი დოლიძეს ვთხოვ, დაასახელოს ერთი ადამიანი, რომელსაც ჩუმად მოვაწერინე ხელი და დაამტკიცოს, რომ ღამით დავდიოდი თეატრში"-განაცხადა გიორგი სიხარულიძემ. მან, ასევე უპასუხა დოლიძის შენიშვნას მისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობის შესახებ და განმარტა, რომ კონკურენტთან მისვლით უხერხულობა შეიქმნებოდა.
"როგორ უნდა მივსულიყავი და მეთქვა ჩემი გადაწყვეტილება, როდესაც ის იყო ჩემი კონკურენტი და ამით უხერხულობა შეიქმნებოდა. რომც მეთქვა, ამით რა შეიცვლებოდა? ან მეტყოდა კის, ან უარს. ქეთი დოლიძე რომ ყოფილიყო ჩემი ბავშვობის მეგობარი, ვეტყოდი, მაგრამ ის არის ჩემი ნაცნობი, რომელსაც ვესალმები, რადგან ეს არის ზრდილობის საკითხი, ამიტომ ვერ ვხვდები, რატომ უნდა მივსულიყავი", - განაცხადა გიორგი სიხარულიძემ.
მისივე თქმით, თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მინისტრმა ოფიციალურად წარადგინა, თუმცა მოვალეობის შესრულებას მას შემდეგ შეუდგება, როდესაც ახალ სამხატვრო ხელმძღვანელებს მინისტრი შეხვდება.
შეგახსენებთ, ქეთი დოლიძემ გიორგი სიხარულიძე მის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობაში დაადანაშაულა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















