|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი სიხარულიძე საუკეთესო რეჟისურისათვის დაჯილდოვდა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრმა ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ დაწესებულ რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვა.

 საუკეთესო რეჟისურაში ჯილდო მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს გიორგი სიხარულიძეს გადაეცა სპექტაკლ „რევიზორის“ რეჟისურისთვის.  

საუკეთესო სცენოგრაფიასა და კოსტიუმებში გაიმარჯვეს გიორგი სიხარულიძემ და ესმა ხეცურიანმა.

საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობ მამაკაცად რეზი ქაროსანიძე დასახელდა. საუკეთესო კოპროდუქციულ სპექტაკლად  კი „მეთევზე ერთი, ორი..." 

საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი" 2016 წლის მნიშვნელოვან მოვლენათა ხუთეულშია, ასევე ხუთეულშია მესხიშვილის თეატრი პრემიერების და რეპერტუარში არსებული სპექტაკლების რაოდენობითაც. თეატრმა გაიმარჯვა ეროვნული პროდუქციების რეიტინგშიც. 

 ქართული თეატრის განვლილი ერთი წლის(2016) შემაჯამებელი ღონისძიება თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა  გამართა. გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში კვლევის და თეატრის კრიტიკოსებმა  გამოავლინეს. თეატრის კვლევა სულ 30–მდე კატეგორიაში განხორციელდა. მასში ჩართული იყო 42 თეატრი.

საუკეთესო ხუთეულში შესული თეატრის მოღვაწეებს თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციისა და თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის დიპლომები გადაეცათ.

 ღონისძიება თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ მექვსედ ტარდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა