გიორგი ვაშაძემ ქუთაისისა და იმერეთისათვის 11 ინიციატივა წარადგინა
"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე ქუთაისში სტრატეგია "აღმაშენებელის" პრეზენტაციას მართავს. იდეის ავტორის თქმით, დღევანდელი პრეზენტაციის თემა ძლიერი რეგიონია, რომელიც უნდა იყოს ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ფუნდამენტი.
მან პრეზენტაციაზე ქუთაისის და იმერეთისისათვის 11 ინიციატივა წარადგინა, რაც რეგიონის განვითარების სტრატეგიაა.
"უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში, ეს მდგომარეობა განსაკუთრებით საგრძნობია რეგიონებში. დღევანდელი თემაა ძლიერი რეგიონი, რომელიც უნდა იყოს ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ფუნდამენტი. სტრატეგია "აღმაშენებელი" ქვეყნის განვითარების ინდუსტრიული გეგმაა, რომლის განხორციელებას 4 წელი სჭირდება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, ქუთაისს უნდა დაუბრუნდეს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი, გარდა ამისა, უნდა დაემატოს სხვა ფუნქციები. მათ შორის უნდა შეიქმნას IT ქალაქი, ინდუსტრიული პარკი, მულტიფუნქციური სპორტული არენა.
სტრატეგია "აღმაშენებელზე" 50 ქართველი და უცხოელი ექსპერტი მუშაობდა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















