გიორგი ჭეიშვილი მოსახლეობას წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემების გადაჭრას პირდება [R]
ინფრასტრუქტურული, ეკოლოგიური, სოციალური, ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლის მოგვარებაც შესაძლებლობების ფარგლებში მმართველი გუნდის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატს ქალაქ მუზეუმის ოლქში, გიორგი ჭეიშვილს კარდაკარის შეხვედრების დროს უბნის მცხოვრებლებმა მოსთხოვეს.
„ჩემი მიზანია მოსახლეობას ავუხსნა ჩვენი გუნდის ხედვა ამა თუ იმ პრობლემის მოგვარების კუთხით. არ შევუქმნათ თანამოქალაქეებს ყალბი ილუზიები, იმის შესახებ რომ მათი საჭირბოროტო საკითხები ხვალვე იქნება დაძლეული. თანმიმდევრულად, ჩვენ შევძლებთ ყველა იმ საკითხის მოგვარებას, რომელიც წლებია, კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. მე მსურს პირადად გავეცნო მათ, რა აწუხებთ, რათა ჩემი არჩევის შემთხვევაში, არსებული რეალობის გათვალისწინებით, სწორი ანალიზის საფუძველზე, დავიწყოთ მათი მოგვარება", - განაცხადა გიორგი ჭეიშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















