გიორგი ჭიღვარია ქუთაისის#1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრს სტუმრობდა [R]
პარტია "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს " ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია ქალაქ მუზეუმის, საფიჩხიის და გამარჯვების საკრებულოს მაჟორიტარი დეპუატატობის კანდიდატებთან ერთად, ქუთაისის#1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრს სტუმრობდა.
მერობის კანდიდატმა მედიკოსებთან შეხვედრის დროს ყურადღება ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. გიორგი ჭიღვარიამ მედიკოსებს გამარჯვების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მხრიდან მაქსიმალურ მხარადაჭერა აღუთქვა.
"თქვენ უანგაროთ ემსახურებით მომავალ თაობას, ბავშვებს, რომლებიც ჩვენი ხვალინდელი დღეა. მე მინდა ყოველივე ამისთვის მადლობა მოგიხადოთ და გითხრათ, რომ ჩვენი გუნდი მაქსისმუს გააკეთებს იმისთვის რათა თქვენს მიეს გაწეული ღვაწლი სათანადოდ დაფასებული აღმოჩნდეს", - განაცხადა მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















