|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ბაღდათის გამგებელი მზადაა თანამდებობა დატოვოს

ბაღდათის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე, რომელიც გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, დაკავებულ პოსტს უნდა დაუბრუნდეს. თუმცა, ის ამ დროისთვის ბიულეტენზე იმყოფება. 
ირაკლი გეგეშიძის დაკავების შემდეგ, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე, გელა მშვილდაძე ასრულებს. თვითმმართველობის შესახებ კოდექსის #56-ე მუხლის მიხედვით, თანამდებობის პირს, მას შემდეგ, რაც შეუწყდება აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, ის დაკავებულ თანამდებობას უნდა დაუბრუნდეს. 
გეგეშიძის განცხადებით, მზად არის გადადგეს თანამდებობიდან, რომ არ მოახდინის გავლენა მოწმეებზე.

ირაკლი გეგეშიძე მიმდინარე წლის 25 აპრილიდან პატიმრობაში იმყოფებოდა. დაკავებულ გამგებელს სასამართლო უწყება ბაღდათი-საკრაულას სამკილომეტრიანი გზის სარეაბილიტაცოდ გამოყოფილი თანხის გაფლანგვას და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. გეგეშიძე 230 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა