|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„გირჩი“ მთავრობის ხარჯების შემცირების ინიციატივით გამოდის

"ახალი პოლიტიკური ცენტრი  გირჩი" ეკონომიკის გაუმჯობესების მიზნით ახალ ეკონომიკურ პროგრამას  წარადგენს. პროგრამის მიზანია დაბალი გადასახადების დაწესება, მთავრობის უფლებამოსილების შეზღუდვა და ბიუროკრატიის შემცირება.

„გირჩის“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრების განცხადებით, მათ მიერ წარმოდგენილი ახალი ეკონომიკური პროგრამით ქვეყნის ბიუჯეტი 7  931 411 683 ლარამდე შემცირდება. მათივე თქმით, არსებული თანხა სავსებით საკმარისია მთავრობის ფუნქციონირებისთვის. ცვლილება კი ხელს შეუწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას.

„ქუთაისი არის საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკა არ ვითარდება და ბიზნესგარემო ბოლო წლების განმავლობაში უარესდება. ჩევნი ახალი პროგრამა გულისმობს მოგების, საშემოსავალო და ქონების გადასახდების გაუქმებას,  ბიუროკრატიის შემცირებას და ეკონომიკის ხელშეწყობას. საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ჰქონდეს დაბალი ეკონომიკური ზრდა. აუცილებელია მთავრობის ხარჯების შემცირება, საქართველოს სიმდიდრის გადანაწილება ქვეყნის ყველა მოქალაქეზე“,–აცხადებს პოლიტიკური ცენტრის თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი.

„გირჩის“ ახალი პროგრამა, ასევე გულსხმობს იმპორტზე გადასახადის გაუქმებასა და თავისუფალი სავალუტო რეჟიმის შემოღებას. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, პროგრამის წარდგენა რეგიონებშიც მოხდება, რომ მეტმა მოქალაქემ გაიგოს ახალი ეკონომიკური პროგრამის უპირატესობის შესახებ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი