"გირჩი" ქუთაისის მერიას უსახლკაროებისადმი უყურადღებობაში ადანაშაულებს
სოციალურად დაუცველთათვის კარვების თემაზე " ახალი პოლიტიკური ცენტრის- გირჩის" ქუთაისის ორგანზაციის ხელმძღვანელმა თემურ ცამციშვილმა ბრიფინგი გამართა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც სოციალურად დაუცველი ადმიანების ყოფას ასახავდა.
„ახალი პოლიტიკური ცენტრის“ განმარტებით, მერიის გადაწყვეტილების შედეგად, კარვები სოციალურად დაუცველი ადამიანებისა და ოჯახებისთვის 2016 წელს აღარ დაიდგმება, მიზეზად კი ის სახელდება, რომ აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეთა თავშესაფრით უზრუნველყოფის რესურსი მერიას არ გააჩნია და ამის საჭიროება არ არის. მათივე განცხადებით, მერია თემაზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა განმარტავს, რომ 2016 წლისთვის 40 ოჯახის დასახმარელად მილიონი ლარია გამოყოფილი .
თემურ ცამციშვილის განცხადებით, მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად 2013-14 წლებში მიუსაფართა ზამთრის პროგრამით მხოლოდ 6-მა ადამიანმა ისარგებლა, რეალურად კი 2014 წელს საბინაო პრობლემების მქონე 298-მა მოქალაქემ მიმართა მერიას, 2015- ში -239-მა.
როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების განცხადებით, ორი წელია მერია მათ დახმარებას პირდება, თუმცა საბინაო სამსახურში ამ ფაქტს არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მათთან მსგავსი მოთხოვნით მიმართვა არ შესულა.
„მერიამ სერვისი უნდა შესთავაზოს ამ ადამიანებს. ვაპირებთ ვითანამშრომლოთ მერიასთან და გადავცეთ ის ფოტო და ვიდეო მასალები, რაც ამ ადამიანებზე გვაქვს. ჩვენი ცენტრი ამ ადამიანებს ეხმარება იურიდიულად, ასევე უფასო სამედიცინო დახმარებასაც ვუწევთ. ჩვენი პარტიის პრინციპია სოციალური სიკეთის გადანაწილება, მხოლოდ იმ ადამიანებზე ვისაც ეს ჭირდება.“- განაცხადა თემურ ცამციშვილმა.
ავტორი: მარუსა ხურციძე





16:29
16:27
13:32
16:29
















