|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რელიგიური ორგანიზაციის წევრებს "სუსის" სახელით ემუქრებიან"

"გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თემურ ცამციშვილმა სამხედრო სამსახურების წარმომადგენელთა ახალგაზრდების დაშინებაზე ისაუბრა. თემურ ცამცშვილის განცხადებით, მათი ორგანიზაციის მიერ რელიგიური მსახურების დამადასტურებელი ბარათების მქონე ახალგაზრდებს "სუსის" სახელით ემუქრებიან.

"როგორც მოგეხსენებათ, დავიწყეთ კამპანია საყოველთაო გაწვევის წინააღმდეგ. იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვთ სურვილი იძულებით წაიყვანონ "ყარაულებად" ამის საშუალებას ვაძლევთ. ჩვენი ორგანიზიაცის საშუალებით 450-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.  ამასთან გახშირდა სამხედრო სამსახურებიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები, მაგალითად, ქუთაისსა და იმერეთში იყო ფაქტები, ჩვენ მიერ მიცემულ საბუთის მქონეებს "სუსით" აშინებენ და ეუბნებიან, რომ არსებობს მათი სია. მოვუწოდებთ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სამსახურს,  შეწყვიტონ მსგავსი ქმედება, რადგან ეს ადამიანები სრული კანონმდებლობით მოქმედებენ და თვითონაც ასე მოიქცნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში,  მივმართავთ სასამართლოს, შეიძლება  კონკრეტრული პირებიც დავასახელოთ", -განაცხადა ცამციშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობის მიერ ახალ კანონპროექტზე მუშაობა მათი ორგანიზაციის საქმიანობას ვერ შეაფერხებს, რადგან ის კანონის ფარგლებში მოქმედებს.  მისივე განმარტებით, კანონის გამკაცრების მიზანი ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა