გლდანის ციხის ყოფილი უფროსი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
N8 პენიტენციური დაწესებულების (გლდანის ციხის) ყოფილი უფროსი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ის გარდაცვლილი ავტოფარეხში დღეს დილით იპოვეს, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ის მუხლის შესაბამისად, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
დავით გოგობერიშვილმა თანამდებობება მიმდინარე წლის აგვისტოში დატოვა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი საკანში სცემეს. მასთან ერთად თანამდებობა დატოვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გია ქემოკლიძემაც.
ავტორი: