|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგა გოგლიჩაძე, რომელმაც მდინარე რიონში მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინა, დააჯილდოვეს

რიგით გოგა გოგლიჩაძეს, რომელმაც მდინარე რიონში მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინა,  საქართველოს თავდაცვის მინისტრი  და გენერალური შტაბის უფროსი შეხვდნენ.

ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ  ჩაჩიბაიამ   მას გმირული  საქციელისთვის მადლობა გადაუხადეს,  წარმატებები უსურვეს და „გლოკის“ ტიპის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დააჯილდოვეს.

III ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის  მეტყვიამფრქვევემ, I კლასის რიგითმა,  გოგა გოგლიჩაძემ გუშინ ქალაქ ქუთაისში  მდინარეში გადახტომის დროს მამაკაცი ხიდიდან შენიშნა.   უცნობი მამაკაცის გადარჩენის მიზნით, ჯარისკაცი წყალში შევიდა  და მაშველების მისვლამდე  მას დახმარება აღმოუჩინა.

I კლასის  რიგითი გოგა გოგლიჩაძე  საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის, III ქვეით ბრიგადაში 2017 წლიდან მსახურობს.

 შეგახსენებთ, გუშინ მდინარე რიონში ჩავარდნილი მამაკაცი მაშველის მისვლამდე მოქალაქემ გადაარჩინა.  

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა