გოგი წულაია 112-ის გაუქმებას მოითხოვს (ვიდეო)
პარტია "თავისუფალი საქართველოს "იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია 112-ის გაუქმებას მოითხოვს. მისი თქმით, იმის გამო, რომ სასწრაფო დახმარების გამოსაძახებლად თბილისში გვიწევს დარეკვა იკარგება წამები, წუთები, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
"სასწრაფოს დაგვიანების გამო ადამიანი გარდაიცვალა. ეს გამოიწვია იმან რომ არსებობს 112, რომელსაც ვერ გააგებინებ, სად რა ქუჩაა, უხსნი, რომ ქუთაისი დასავლეთშია, არსებული მდგომარეობა იწვევს წამების და წუთების დაკარგვას, რაც ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აგრეთვე ქუთაისის სასწრაფოს შემოუერთეს 10 სოფელი, არ დაუმატეს ტექნიკა, ბრიგადა, რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადა ქალაქ-გარეთ გადის და არასაკმარისი ბრიგადის გამო ვერ ხდება ობიექტზე დროულად მისვლა. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გააუქმონ 112 და ქუთაისს დაუმატონ ბრიგადები, რამე თუ არ იყოს ასეთი შემთხვევები",-აღნიშნა გოგი წულაიამ.
შეგახსენებთ, გუშინ სასტუმრო თბილისთან მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





11:02
16:29
16:27
13:32
13:09
















