მიტოვებული სამუშოები აქციების მიზეზი ხდება
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაცის თავმჯდომარე გოგი წულაია აქციების ციკლს იწყებს. როგორც თავად აღნიშნავს, ყოველ კვირას მოაწყობს აქციებს. წულაია, ამჯერად ლესელიძის #73- ში მიტოვებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აპროტესტებს. მისი განცხადებით, ოქტომბრის შემდეგ სარემონტო სამუშაოები მიტოვებულია, ქუჩა კი გადათხრილი და მოუწესრიგებელი. მისივე თქმით, წყლის კომპანიამ მილების დამონტაჟების შემდეგ ქუჩა გადათხრილი დატოვა, წყალი მოუწესრიგებელი.
"მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, გზები აჩუჩქნული, წყალი იღვრება და ეს ჩვენ გვეწერება. ბედნიერი მთავრობა და განადგურებული მოსახლეობა, თვითონ ამ გზების ვითომ კარგად გაკეთებისთვის პრემიები და დანამატები გამოიწერეს. მე დავპირდი ადგილობრივ ხელისუფლებას და ვიწყებ აქციების ციკლს",-აღნიშნა წულაიამ.
წულაიას პროტესტს ქუთაისის მერია ეხმაურება. მერიის პრესსამსახურის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე წყალგაყვანილობის სამუშაოები კომპანიამ "კობრა" შეასრულა. ქუჩის დაზიანებული საფარის ორმოული შეკეთება კი ლესელიძის ქუჩაზე უახლოეს დღეებში მოხდება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















