|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაია მსუბუქი დანაშაულის მქონე პატიმრებისთვის ამნისტიას ითხოვს

პარტია ახალი "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი ციხეებში არსებულ ეპიდვითარებას ეხმიანება. გოგი წულაიას თქმით, ციხეებში რთული მდგომარეობაა, რაც კარგად აჩვენებს ხელისუფლების უსუსურობას.

მისი თქმით, დახურულ სივრცეში ვერ მართავენ კოვიდის ვითარებას და ოჯახის წევრებს არ აქვთ ინფორმაცია მათი პატიმრების მდგომარეობის შესახებ. წულაია ამინისტის გამოცხადებას ითხოვს, რათა მსუბუქი დანაშაულის მქონე პატიმრები გათავისუფლდნენ და ციხეებში მდგომარეობა შემსუბუქდეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი