|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაია ზესტაფონის მერობის კანდიდატად წარადგინეს

ზესტაფონის მერობისთვის "თავისუფალი საქართველოდან" გოგი წულაია იბრძოლებს. წულაია ზესტაფონელ ამომრჩევლებს დღეს პარტიის თავმჯდომარემ კახა კუკავამ წარუდგინა.

წარდგენას პარტიის წევრები და  პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ესწრებოდნენ. მათი თქმით, მთავარი მიზანია, ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა"  არ დაბრუნდეს და დასრულდეს "ქართული ოცნების" მმართველობა.

ზესტაფონის მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებთან თვითმმართველობების უფლებების გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა. როგორც წულაია ამბობს, მუნიციპალიტეტებში არსებულ მძიმე მდგომარეობას ბუტაფორიული თვითმმართველობები ვერ გამოასწორებენ.

"პრობლემები ყველა ქალაქში ერთნაირია. ეს არის უმუშევრობა და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა. ზესტაფონს "ფეროს"  ქარხანა ემატება, რომელიც გარემოს წამლავს. იბრძვი ზესტაფონის გადარჩენისთვის? ე. ი, იბრძვი ქუთაისის გადარჩენისთვისაც", - განაცხადა გოგი წულაიამ.

გოგი წულაიას შუალედურ არჩევნებში მხარს ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა",  ,,ეროვნულ-პატრიოტული მოძრაობა" და დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე უჭერენ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა