გოგი წულაია ზესტაფონის მერობის კანდიდატია
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზესტაფონის მერობისთვის იბრძოლებს. გოგი წულაიას განცხადებით, მან მიიღო გადაწყვეტილება და მზად არის, იბრძოლოს ზესტაფონის უკეთესი მომავლისთვის.
"მივიღე გადაწყვეტილება და არჩევნებში კენჭს ვიყრი. ზესტაფონში ვაპირებ იმას, რასაც ვაპირებდი ქუთაისში და დავაპირებ სხვა ქალაქში, ეს არის ქალაქების განვითარება და მეტი დამოუკიდებლობა. სირცხვილია, როდესაც ზესტაფონში "ფეროსგან" ადამიანები იწამლებიან, შემოსული ფული თბილისში მიდის. ამ დროს ზესტაფონი, მცირე ბიუჯეტის გამო, ყველა პროექტზე თბილისს ელოდება. ვაპირებთ, ვიბრძოლოთ ამის წინააღმდეგ და ქალაქი განვავითაროთ",-განაცხადა გოგი წულაიამ.
მისი თქმით, წარდგენა 15 აპრილს მოხდება. ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადებას უახლოეს დღეებში შეიტანს. მან ასევე განმარტა, რომ მას მხარს სხვა პარტიებიც დაუჭერენ.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















