|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გრიგოლ იოსელიანი: ჩვენი მიზანია, წყალტუბოში ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდეს [R]

პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსწყალტუბოს მერობის კანდიდატი გრიგოლ იოსელიანი წყალტუბოში, ვაჟა ფშაველას, კეცხოველისა და ბარათაშვილის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

 

ჩვენი მიზანია, წყალტუბოში ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდეს, რომ გზები, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემები არ წარმოადგენდეს ჩვენი მოსახლეობისათვის პრობლემას, - განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.

 

საარჩევნო პროგრამა და წყალტუბოს განვითარების სტრატეგია მოქალაქეებს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებმა ლაშა კაკრიაშვილმა და მიხეილ კაკაბაძემ გააცნეს.

 

შეხვედრებს წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი ესწრებოდა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა