|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გრიგოლ იოსელიანი: წყალტუბოს ახალ სიცოცხლეს შევძენთ [R]

პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსწყალტუბოს მერობის კანდიდატი გრიგოლ (გია) იოსელიანი აგრარულ ბაზარში დასაქმებულ ამომრჩეველს შეხვდა.

 

მცირე ბიზნესის ხელშეწყობაქართული ოცნებისხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ინფორმაცია იმ სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომლებიც მცირე ბიზნესის თანადაფინანსებასა და მხარდაჭერას ითვალისწინებს, მეწარმეებისათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი წყალტუბოში მცირე ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობისათვის იმუშავებს, - განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.

 

მერობის კანდიდატმა მოქალაქეებს ინფორმაცია საარჩევნო პროგრამის შესახებ მიაწოდა და წყალტუბოს განვითარების ხედვა გააცნო.

 

პირობას ვდებ, რომ ახალ გუნდთან ერთად, თითოეული მოქალაქის მონაწილეობით, ჩვენ წყალტუბოს ახალ სიცოცხლეს შევძენთ“, - მიმართა გრიგოლ იოსელიანმა წყალტუბოელ ამომრჩეველს.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა