|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გრიგოლ იოსელიანმა ამომრჩეველს წყალტუბოს განვითარების გეგმა გააცნო [R]

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წყალტუბოს მერობის კანდიდატმა გრიგოლ იოსელიანმა ტაბიძისა და გამსახურდიას ქუჩების ამომრჩეველს წყალტუბოს განვითარების გეგმა გააცნო.

 

შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, გუნდთან ერთად, ახალი ინიციატივებით გამოვა.

 

„ქალაქში ამხანაგობების თანადაფინანსების პროცენტი მოსახლეობის მხრიდან 20%-დან 15%-მდე შემცირდება, რათა მოსახლეობისთვის საჭირო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. მუნიციპალიტეტში ამჟამად არსებულ სოციალურ პროგრამებს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის, გაზის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადის თანადაფინანსებით გადახდა დაემატება“, -განაცხადა გია იოსელიანმა.

 

წყალტუბოს მერობის კანდიდატი გამსახურიდას ქუჩის მცხოვრებელებს წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნეზურაბიანმა წარუდგინა.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა