გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავის, დაკავებული ანდრია ლილუაშვილი პროცესი მედიისთვის დაიხურება
სუს-ის ექს შეფის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავის, დაკავებული ანდრია ლილუაშვილის ადვოკატებს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის დეტალებზე ვეღარ ისაუბრებენ, - ამის შესახებ ლილუაშვილის ადვოკატმა განაცხადა.
გარდა ამისა, დაიხურება ანდრია ლილუაშვილის სასამართლო პროცესიც და სხდომაზე არავის, მათ შორის არც მედიის წარმომადგენლებს დაასწრებენ.
სუს-ის ექს შეფის გარემცვის წევრს ბრალის ოფიციალური დადგენილება გუშინ ღამით გააცნეს.
ადვოკატის თქმით, ანდრია ლილუაშვილი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
ცნობისთვის, ანდრია ლილუაშვილს ხელბორკილები 2 დღის წინ დაადეს.
მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ანდრია ლილუაშვიილი ათეულობის კომპანიის მფლობელი ან წილის მფლობელია. კომპანიების საქმიანობა ძირითადად ნავთობპროდუქტების შემოტანასა და რეალიზაციას უკავშირდება. მისი ბიძნესსაქმიანობა აღმავლობას გრიგოლ ლილუაშვილის დაწინაურების შემდგე მიაღწია.
უწყების ცნობით, გამოძიება გრძელდება იმ პირების მიმართ, ვისთანაც, შესაძლოა, დანაშაულებრივ კავშირში იყო ანდრია ლილუაშვილი.
მანამდე გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი, კობა ხუნდაძე დააკავეს. უწყების ცნობით, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 94 კონვერტად დახარისხებული ფულადი თანხა, საერთო ჯამში 1 319 300 აშშ დოლარი.
ავტორი:





15:09
15:08
13:18
15:43
15:41
















