|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გრიგოლ ვაშაძის წარდგენას სანდრა რულოვსი და პაატა ბურჭულაძე ესწრებიან [PHOTO]

ქუთაისში პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძის წარდგენას ოპოზიციური ერთობის  პარტიების ლიდერებთან ერთად  საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი და ცნობილი ბანი პაატა ბურჭულაძე ესწრებიან.

ოპოზიციური პარტიების ერთობამ - "სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატი ქუთაისში, "ბაგრატის ტაძართან" წარადგინა. სამოქალაქო მოძრაობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძეა.  

ოპოზიციური პარტიების წევრების განცხადებით, ბაგრატის ტაძარი შეირჩა, როგორც გაერთიანებული და ძლიერი საქართველოს  სიმბოლო.

 

ათი ოპოზიციური პარტიის ახალი გაერთიანების "ძალა ერთობაშია" შემადგენლობაში არიან: „ახალი საქართველოსთვის“ - ნიკოლოზ ვაშაკიძე; „ემსახურე საქართველოს“ - მურმან დუმბაძე; „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ - ბაჩუკი ქარდავა; "სახელმწიფო ხალხისთვის" - ნიკა მაჭუტაძე; "ქრისტიან კონსერვატიული პარტია“ - შოთა მალაშხია; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკანორ მელია; „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ - ზურაბ ხარატიშვილი; "ახალი საქართველო" - გიორგი ვაშაძე; "საქართველო ლიდერთა შორის" - მამუკა გამყრელიძე; "საქართველოს ევროპელი დემოკრატები" - პაატა დავითაია.

 

შეგახსენებთ, გრიგილ ვაშაძე თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისის მერობისთვის იბრძოდა, ის მეორე ტურში გავიდა, მაგრამ პარტიამ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

 

 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა