|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გრიგოლ ვაშაძემ თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ქუთაისს დაუთმო - გიგა შუშანია

გრიგოლ ვაშაძემ თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ქუთაისს დაუთმო. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი გიგა შუშანია აცხადებს.
ის პარტიიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პარტია ცოცხალი ორგანიზმია, წასვლაც, მოსვლაც და აზრთა სხვადასხვაობაც ბუნებრივი პროცესია და ამ ყველაფერს ადამიანურად და ცივილიზებულ ფარგლებში უნდა შევხედოთ.
 
"გრიგოლ ვაშაძე პარტიისთვის უმძიმეს პერიოდში შემოგვიერთდა და ძალიან ბევრი გააკეთა პარტიის გაძლიერებისთვის ისე რომ არაფერი მოუთხოვია პირადი კეთილდღეობისთვის. განსაკუთრებულია მისი წვლილი ქუთაისთან მიმართებაში, როდესაც მან ყველაზე რთულ პერიოდში გაიზიარა ჩვენი თხოვნა და დათანხმდა ქუთაისის მერობისათვის ბრძოლას და შემდგომშიც მისი პოლიტიკური მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ქუთაისს დაუთმო. კანონპროექტის "ქუთაისის განსაკუთრებული სტატუსის" შესახებ მომზადება და პარლამენტში დარეგისტრირება, ასევე ქუთაისთან დაკავშირებული სხვა ინიციატივების ლობირება, ჩვენი ქალაქისადმი მის დამოკიდებულებაზე მეტყველებს.
მადლობა მას ქვეყნისთვის, ქუთაისისთვის და პარტიისთვის გაწეული სამსახურისთვის.
პარტია ცოცხალი ორგანიზმია, წასვლაც, მოსვლაც და აზრთა სხვადასხვაობაც ბუნებრივი პროცესია და ამ ყველაფერს ადამიანურად და ცივილიზებულ ფარგლებში უნდა შევხედოთ.
დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი გრიგოლი მუდმივად დარჩება ქუთაისის გულშემატკივრად და ის სწორედ ისევე ხედავს ჩვენი ქვეყნის მომავალს როგორც თითოეული ჩვენთაგანი!
ნაციონალური მოძრაობის ბრძოლა ძლიერი, დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული განვითარებული და წარმატებული საქართველოსთვის არც გუშინ დაწყებულა და არც დღეს დამთავრდება! დაუღალავი, უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება ქვეყნის უკეთესი ცვლილებებისთვის საბოლოო გამარჯვებამდე!!!"- წერს გიგა შუშანია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძე 2017 წელს ქუთაისის მერად იყრიდა კენჭს რა დროსავ ქუთაისის მცხოვრებლად  დარეგისტრირდა. 2020 წელს ის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატი იყო. 

ავტორი: ნიუპრესი