|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გუბერნატორების წარდგენა უახლოეს დღეებში მოხდება

მთავრობა გუბერნატორებს უახლოეს დღეებში წარადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ უახლოეს დღეებში წარვადგენთ გუბერნატორებს. მინდა განვმარტო, რომ მე არ ვაპირებ ნაბიჯ-ნაბიჯ დავნიშნოთ რეგიონებში გუბერნატორები. ვაპირებ, რომ ერთიანად წარვუდგინოთ გუბერნატორები საზოგადოებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს პრემიერმა 5 რეგიონის - შიდა ქართლის, მცხეთა - მთიანეთის, სამეგრელო- ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე - ჯავახეთის გუბერნატორები თანამდებობებიდან გაათავისუფლა.

იმერეთის გუბერნატორის პოსტი კი  ვაკანტური მიმდინარე წლის მარტში გახდა, მას შემდეგ, რაც გივი ჭიჭინაძე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ჩაერთო. ამ დრომდე იმერეთის გუბერნატორის მოვალეობას მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებს.

როგორც ცნობილი გახდა, იმერეთის გუბერნატორის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, მათ შორის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა მამალაძე. 

 

იმერეთის გუბერნატორის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა