"ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე შეფერხება მხოლოდ უამინდობის პირობებში ხდება"
პარტია "თავისუფალი საქართველოს" აქციას საგზაო დეპარტამენტი გამოეხმაურა. დეპარტამენტმა გუგუნავას ქუჩაზე დაწყებული სამუშაოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამუშაოების შეფერხება ცუდი ამინდებით ახსნა.
"ქუთაისში ს. გუგუნავას 2 კმ-იანი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ბორდიურების, ტროტუარებისა და გზის საფუძვლის მომზადების სამუშაოები ხორციელდება. სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, შეფერხება მხოლოდ უამინდობის პირობებში ხდება.
პროექტის შესაბამისად, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები.
გუგუნავას ქუჩა ქუთისის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაა და რეაბილიტაციის შემდეგ, გზით მოსარგებლეებს და ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაადგილება განახლებული და კომფორტული გზით შეეძლებათ.
სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 138 874 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება"–ნათქვამია განცხადებაში.
ქუჩაზე აქცია გოგი წულაიამ გამართა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















