|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მდინარე რიონში ტონობით ჩაღვრილი საწვავის ამოტუმბვა მიმდინარეობს

გუმათჰესში მომხდარი ხანძრის შედეგად  მდინარეში დიდი რაოდენობით ჩაღვრილი საწვავის ამოტუმბვა ორი დღეა მიმდინარეობს. 

 ამოტუმბვის სამუშაოებს საგანგებო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი ასრულებს. მაშველები მდინარე რიონში ჩაღვრილ ზეთს სპეციალური მოწყობილობით ტუმბავენ. 

ენერგოპრო ჯორჯიას ინფორმაციით, გუმათჰესში მომხდარი ხანძრის შემდეგ ზარალის დათვლა ამ დრომდე არ დასრულებულა. 

შეგახსენებთ, 6 დეკემბერს გუმათჰესის კასკადზე მომხარი აფეთქების შედეგად, გუმათჰესი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 18 ტონამდე საწვავი დაიღვარა. ხანძარი გაუჩნდა ზეთის ტრანსფორმატორს. 

 

ფოტო: არქივი

ავტორი: ხატია ბანძელაძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა