"გვაინტერესებს თქვენი აზრი-თუ გაწუხებთ სიგარეტის კვამლი, ან სუნი თეატრში?"
ახალ ინიციატივას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით ქუთაისის მესხიშვილის თეატრი გამოეხმაურა. თეატრის ადმინისტრაცია მაყურებლებს კითხვით მიმართვს და იმ შედეგებზე საუბრობს, რაც თამბაქოს მოწევის აკრძალვამ შეიძლება გამოიწვიოს.
"მეგობრებო ! 2010 წლის კანონის საფუძველზე, თამბაქოს რეგულაციასთან დაკავშირებით,დაწყებულია მოძრაობა შენობებში თამბაქოს მოწევის სრული აკრძალვის მოთხოვნით.
ჩვენი თეატრის მაყურებელს მოეხსენება,რომ სიგარეტის მოსაწევად გამოყოფილია სპეციალური ადგილები.
გვაინტერესებს თქვენი აზრი-თუ გაწუხებთ სიგარეტის კვამლი,ან სუნი თეატრში? მიიღებთ თუ არა პირობას,აიკრძალოს მოწევა და რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამ წამოწყებამ?"–წერს ადმინისტრაცია.
ავტორი: ნიუპრესი





13:50
21:51
11:02
16:29
















