|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„გვარამიას "რუსთავი 2" პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად სჭირდება“

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები აფასებენ. 
"რესპუბლიკური პარტიის" წევრი ნატო ქათამაძე მიიჩნევს, რომ სიტყვის თავისუფლებას ვერ დაიცავენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მხარეს წარმოადგენენ. "თუკი ჩავრთავთ ამ არხს, მუდმივად არის მოწოდებები, რომ "ჩვენ დავამხობთ "ქართულ ოცნებას", "ჩვენ გადავატრიალებს ამ ხელისუფლებას", "კვლავ დავბრუნდებით" და ა.შ. გვარამიას აღიარება, რომ რუსთავი 2 არის მხარე,   ნიშნავს იმას, რომ მათ ტელევიზია თავიანთი პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად სჭირდებათ",- განაცხადა ქათამაძემ "ნიუპრესთან" სუბარში.

 დეპუტატი ნატო ქათამაძე არ იზიარებს იმ ვარაუდს, თითქოს, ქიბარ ხალვაშის უკან "ქართული ოცნების" გუნდი ან ერთი კონკრეტული ადამიანი დგას, „ეჭვი შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ გვარამია დღემდე არ მალავს  "ნაციონალური მოძრაობასთან" პარტიულ იდენტობას,  ქიბარ ხალვაშს კი არასოდეს  უთქვამს რომ "ქართული ოცნებას" წარმოადგენს.

"რესპუბლიკელმა" ქათამაძემ  აქციის მხარდამჭერებზეც გააკეთა კომენტარი: “თუ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის სიმპტომებია, "რუსთავი 2"-თან სრულიად საქართველო უნდა იყოს შეკრებილი, მაგრამ მე იქ ვერ ვხედავ უბრალო ადამიანებს, მე ვხედავ მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ აქტივს.“

განსხვავებული მოსაზრებისაა საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენელი.

 „რუსთავი 2" -ის საქმე წმინდა წყლის პოლიტიკური თამაშია, ხელისუფლება უნდა,  რომ  საზოგადოება  ჭურში ამყოფოს, ამიტომ ხდება ეს ყველაფერი“, - განაცხადა გია უკლებამ, საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა. უკლება აქვე  ამტკიცებს, რომ ამ ყველაფრის უკან ერთი კონკრეტული პიროვნება -ბიძინა ივანიშვილი დგას.

ავტორი: მარუსა ხურციძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა