"გვეგონა, გიორგი ჭიღვარია ბიუჯეტს მეტი ყურადღებით კითხულობდა"
ქუთაისის საკრებულომ 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დამაკმაყოფლებლად შეაფასა. საკითხი, რომელიც საკრებულოზე განიხილეს, ოპოზიციის შენიშვნებს ვერ აცდა.
ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობის" თავმჯდმარემ გიგა შუშანიამ მერს ბიუჯეტის უყურადღებოდ წაკითხვის გამო შენიშვნა მისცა. საქმე ეხებოდა გასულ წლეს ხეების მოჭრის საკითხს. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში წერია, რომ 2037 ხე მოიჭრა.მას შემდეგ რაც ამ თემაზე ნაციონალებმა ბრიფინგი გამართეს, მერიაში განმარტეს, რომ მოიჭრა 10, ხოლო დანარჩენი ხეები გადაიბელა.
"გვეგონა, რომ გიორგი ჭიღვარია ბიუჯეტს მეტი ყურადღებით კითხულობდა. ამ შესრულების ანგარიშს ხელს აწერს გიორგი ჭიღვარია. თქვენ აცხადებთ, რომ ხეების მოჭრის შესახებ მასში არასწორი ინფორმაციაა, რა გარანტიაა, რომ სხვა შეცდომებიც არაა ამ დოკუმენტში? ჩვენ ამ ბიუჯეტზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ", -განაცხადა გიგა შუშანიამ.
საკრებულოს უმრავლესობამ ოპოზიციის მისამართით გამოთქვა შენიშვნა და შუშანია სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულეს და უსაყვედრურეს, რომ მას უნდა ცოდნოდა, რომ ამდენი ხე არ მოჭრილა.
"ეს იყო ტექნიკური შეცდომა, რომელიც გამოსწორდება, მაგრამ თქვენ მთელ ქალაქს, რომ მოსდეთ ამდენი ხე მოიჭრაო, არ იცოდით, რომ ამდენი ხე არ მოჭრილა?"-განაცხადეს დეპუტატებმა.
შეგახსენებთ, ქუთაისის მერიის 2017 წლის ბიუჯეტს შესრულების ანგარიშში მითითებულია, რომ მოიჭრა 2037 ხე.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















