ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლით ქუთაისი კვლავ ლიდერ პოზიციაზეა
მტვრიანობის მაჩვენებლით ქუთაისი კვლავ ლიდერ პოზიციაზეა, ამ მხრივ ის მხოლოდ ზესტაფონს ჩამორჩება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ ჟურნალისტებს საქართველოს მასშტაბით გარემოს დაბინძურების მონიტორინგის შედეგები გააცნო. ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში, მათ შორის ბათუმში, მტვრის მაქსიმალური კონცენტრაცია 1.8- ჯერ აღემატებოდა ნორმას. რუსთავში, მტვრის კონცენტრაცია 1.7-ჯერ აღმატებოდა ნორმას. ყველაზე მაღალი მტვრიანობაა ზესტაფონში, სადაც მტვრის მაქსიმალური კონცენტრაცია 4.4-ჯერ აღემატებოდა ნორმას და ქუთაისში სადაც, მტვრის კონცენტრაცია 4.2-ჯერ აღემატებოდა ნორმას.
ბაგრატიამ ზუგდიდი, თელავი და ახალციხე ჰაერის დაბინძურების კუთხით ყველაზე სუფთა ქალაქებად დაასახელა. მისი განმარტებით, ჰაერის დაბინძურება პირდაპირ არის დაკავშირებული როგორც ტრანსპორტთან და მის გამონაბოლქვთან, ასევე მშენებლობებთანაც. საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალის „კვირა“ მედია ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, მშენებლობების დროს ჰაერის ცირკულაცია არ ჩაიკეტოს, რათა ჰაერის მასების გადაადგილებას ხელი არ შეეშალოს.
გარემოს ეროვნული სააგენტო ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის დასადგენად მონიტორინგს პერიოდულად ატარებს.
ავტორი: ნიუპრესი





13:50
21:51
11:02
16:29
















