|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჰოლანდიური ანსამბლი "მერანი" ქუთაისში კონცერს გამართავს

 ჰოლანდიური ანსამბლი "მერანი" ქუთაისში კონცერს გამართავს.  ღონისძიება 26 ოქტომბერს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში გაიმართება. 

ამსტერდამის ანსამბლი „მერანი“ 22 ჰოლანდიელისგან შედგება. მათ რეპერტუარში შედის  როგორც ქართული ტრადიციული ფოლკლორული , ასევე ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილი სიმღერები. ანსამბლის დირიჟორია ივო ბოსვიკი,  სამხატვრო ხელმძღვანელი - ქეთევან წიკლაური. კონცერში მონაწილეობას მიიღებს ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი. 

ღონისძიება ოპერის თეატრის და  ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით  იმართება,  დასწრება თავისუფალია.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა