“I’ll be back” -მიხეილ სააკაშვილის ფოტო სხვადასხვა საიტზე ჰაკერულად განთავსდა
მიხეილ სააკაშვილის ფოტომ ინგლისურენოვანი წარწერით მე დავბრუნდები ჰაკერული თავდასხმის შედეგად საიტები და ვებ გვერდები მოიცვა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლოების და სხვა საიტების პარალელურად კიბერშეტევა იმერეთის ახალი ამბების სააგენტოს topnews.com.ge-ს ვებ-გვერდზე განხორციელდა.
ვებგვერდზე შესულ ვიზიტორებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ინგლისურენოვანი წარწერით "მე დავბრუნდები" ხვდება.
"მკითხველს ბოდიშს ვუხდით, რადგან საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს საიტზე ს ჰაკერული შეტევაა და საიტზე წვდომა ამ დროისათვის შეზღდულია.საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩანს წარწერით “I’ll be back” (მე დავბრუნდები)."- აღნიშნავენ საინფორმაციო სააგენტოში.
კიბერშეტევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს"ქრონიკა+"-ის რედაქტორი ელისო კილაძე. მისი განცხადებით, გამოცემის საიტზე ყველა მასალა წაშლილია.
იმერეთის მასშტაბით კიბერშეტევა სამი მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე განხორციელდა. ოფიციალური საიტი გათიშული იყო ქუთაისში, საჩხერესა და ვანში. ამ დროისთვის პრობლემა ნაწილობრივ მოგვარებულია ქუთაისსა და საჩხერეში. სამივე საიტზე ტექნიკური სამუშაოები მიმდინაროებს.
რაც შეეხება ქუთაისის მერიის ოფიციალურ ვებ გვერდს kutaisi.gov.ge, კიბერშეტევის მიუხედავად, საიტი ფუნქციონირებს, როგორც მერიაში განაცხადეს, საიტზე წაშლილი არაფერია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა ვებ-გვერდებზე განხორციელებულ კიბერშეტევის ფაქტებთან დაკავშირებით საქმე სს კოდექსის 284-ე კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის მუხლით აღიძრა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















