იეჰოვას მოწმეებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
დღეს ქუთაისში უცნობმა პირმა "იეჰოვას მოწმეებს" მოძრავი სტენდი დაუმტვრია. თვითმხილველთა განცხადებით, მამაკაცმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა. "იეჰოვას მოწმეების" იურისტის მანუჩარ ციმინტიას განცხადებით, მამაკაცმა 2 ქალს, რომლებიც მოძრავ სტენდთან მუშაობდნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მიიმალა.
ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელიც. შსს–ს ინფორმაციით, მომხდარზე უკვე დაწყებულია მოკვლევა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





21:51
11:02
16:29
16:27
















