|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ილია მეორე მიმართვას ავრცელებს

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ჯვართამაღლების დღესასწაული მრევლს მიულოცა. პატრიარქმა ასევე სოხუმის დაცემის დღე გაიხსენა და ბრძანა, რომ ეს თავს მოხვეული ტრაგედია იყო.

„დღეს არის ჯვართამაღლება, ჯვრის ამაღლება. დღეს არის, ასევე დიდი მწუხარების დღე. ეს იყო თავს მოხვეული ტრაგედია. ეს იყო ხელოვნურად შექმნილი ტრაგედია. ჩვენ ვლოცულობთ ყველასთვის. ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, რუსებითვის, ბერძნებისთვის. 11 წლი მე ვიყავი აფხაზეთის ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი. სიკეთის და სიყვარულის მეტი აფხაზეთში მე არაფერი მინახავს. ამიტომ მოგმართავთ ყველას აფხაზებს, ქართველებს შეერთდით. აფხაზებო მოდით ჩვენთან, ქართველები მოვიდნენ თქვენთან და ერთად ვიტიროთ ჩვენი მიცვალებულები“, - ბრძანა უწმინდესმა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა