|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გამოცდა იმ ადამიანს შეიძლება შეხვდეს, რომელიც სიკეთეს აკეთებს"

ცხოვრება მართლა გამოცდაა და ბედნიერია ადამიანი, ვინც ამ გამოცდას ღირსეულად შეხვდება, - ამის შესახებ ილია მეორე მორწმუნეებს მიმართავს არ შეუშინდნენ ბრძოლას და ბრძოლის დროს ყოველთვის ჰქონდეთ უფლის იმედი.
პატრიარქის თქმით, გამოცდა მრავალი სახისაა და განსაკუთრებით იმ ადამიანს შეიძლება შეხვდეს, ვინც სიკეთეს აკეთებს.
"ჩვენი ცხოვრება განსაცდელით არის სავსე. წმინდა იობი, რომელმაც დიდი განსაცდელი და წამება გამოიარა, სვამს კითხვას: გამოცდა ხომ არ არის ჩვენი ცხოვრებაო?! ცხოვრება მართლაც გამოცდაა. ბედნიერია ის ადამიანი, ვინც ამ გამოცდას ღირსეულად შეხვდება. გამოცდა მრავალსახისაა და განსაკუთრებით იმ ადამიანს შეიძლება შეხვდეს, რომელიც სიკეთეს აკეთებს, რადგან ეშმაკს მისი შურს", - აცხადებს პატრიარქი.
ილია მეორე მორწმუნეებს მიმართავს, არ შეუშინდნენ ბრძოლას და ბრძოლის დროს ყოველთვის ჰქონდეთ უფლის იმედი. "ღვთის მადლი და ძალა მოგვცემს ძალას, გავუმკლავდეთ ბრძოლას", - მიმართა მრევლს პატრიარქმა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა