ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისის ცენტრალურ უბანში მდებარე ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისა და რესტავრაციის სამუშაოებს იწყებს, - ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.
„მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აშენებული საჯარო ბიბლიოთეკა ქალაქის ერთ-ერთი უძველესი საზოგადოებრივი ნაგებობაა. შენობა მნიშვნელოვან არქიტექტურულ და კულტურულ ღირებულებას ატარებს ის იმ ეპოქის ქალაქური განვითარების ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია.
ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისა და რესტავრაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული გამაგრება, არქიტექტურული იერსახის აღდგენა, შიდა სივრცეების განახლება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საინჟინრო სისტემების მოწყობა. მოეწყობა მრავალფუნქციური სივრცეები, სადაც შესაძლებელი იქნება როგორც საგანმანათლებლო ისე კულტურული ღონისძიებების გამართვა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა