„ილო 2016“ ფარგლებში გამოცემული კალენდარი სოფო ბობოხიძის ხსოვნას მიეძღვნა
ქუთაისის მერიის თეთრ დარბაზში ფოტოკონკურს "ილოს" ფარგლებში გამოცემული კალენდრის პრეზენტაცია გაიმართება.
ფოტოკონკურსი „ილო“ 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება ქუთაისში. 2011 წლიდან კი ტრადიციად იქცა ფოტოკონკურსში შემოსული ნამუშევრებით მომავალი წლის კალენდრის გამოცემა. წლევანდელი კალენდარი ქუთაისელი ჟურნალისტისა და ფოტოგრაფის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის სოფო ბობოხიძის ხსოვნას მიეძღვნა, რომელიც სხვადასხვა წლებში ფოტოკონკურსში მონაწილეობას იღებდა. 2017 წლის კალენდარში სოფოს ორი ფოტოსურათია შესული.
ფოტოკონკურსს ორგანიზებას ქალაქის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უწევს.
ფოტოკონკურსი ქუთაისელი კოლორიტის ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს, რომლის ფოტოატელიეც ათწლეულების განმავლობაში ქალაქის ცხოვრების ერთგვარი მემატიანე იყო.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















