|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმედია, ფედერაცია და მერია ინვესტორებს ინტერესს არ დაუკარგავენ-კახა ჩხეტიანი

"იმედია, ფედერაცია და მერია ყველაფერს იზამენ, რომ ინვესტორებს ინტერესი არ გაუქრეთ"-ამგვარად ეხმიანება "ტორპედოს" მწვრთნელი კახა ჩხეტიანი გერმანელი ინვესტორების ინტერესს. კახა ჩხეტიანის კომენტარს გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს, სადაც საუბარია იმ პირობებზე, რასაც ინვესტორებს აქვთ. 

"გერმანული "აინტრახტის" აქციონერები თავდაპირველად მე დამიკავშირდნენ. შევხვდი, ვისაუბრეთ, შემდეგ ქალაქის მერიასაც შეხვდნენ და თავიანთი ინტერესი გამოხატეს. 

მათ სტადიონისა და ბაზის რამდენიმეწლიანი იჯარით აღება სურთ. გარდა ამისა, აპირებენ აკადემიის შექმნას. ამ მიზეზით, დაინტერესებულნი არიან მიწის ნაკვეთით, სადაც რამდენიმე ახალ მოედანს ააშენებენ. დარწმუნებული ვარ, რომ არც მერია, არც ფეხბურთის ფედერაცია და სახელმწიფო ამ ყველაფერს ხელს არ შეუშლიან - "ტორპედოს" გადარჩენა ყველას ინტერესშია! ქუთაისში ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს და თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ვფიქრობ, ქალაქში ფეხბურთი გაცოცხლდება.

3-4 დღეში "აინტრახტის" აქციონერები საქართველოში ჩამოდიან. მათ დაგეგმილი აქვთ შეხვედრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ქუთაისის მერიაში. სფფ-ც და მერიაც ყველაფერს იზამენ, რომ მათ ინტერესი არ გაუქრეთ", -აცხადებს კახა ჩხეტიანი.

ინვესტორებთან შეხევდას ადასტურებენ მერიაშიც. მათი თქმით, არსებული დავალიანება ინვესტორმა უნდა დაფაროს, რომელიც სასამართლოს დასრულების შემდეგ აუნაზღაურდებათ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა