"იმერეთი სოლიდურად იქნება წარმოდგენილი საპარლამენტო სიაში"-გია თევდორაძე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სიაში ბევრი ახალი სახე იქნება, ამიტომ მე ნაკლებად მესახება ჩემი კანდიდატურა პირველ ათეულში", - განაცხადა პარლამენტარმა გია თევდორაძემ "ნიუპრესთან" საუბარში. რაც შეეხება აკაკი ბობოხიძის კანდიდატურას, თევდორაძის თქმით, ის არის იმერეთის ყველაზე კოლორიტული და გამოცდილი ფიგურა და შესაბამისად, სიაში ღირსეულ ადგილზე უნდა იყოს"
"ნაციონალური მოძრაობის" სარჩევნო სიაში იქნება ე.წ. რეგიონალური ქვოტები. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ პრაიმერისის გზით ავირჩიეთ პრეზიდენტობის კანდიდატები და პარტიის თავმჯდომარეები. ახლაც, პრაიმერისით გადაწყდება, თუ ვინ იქნება რეგიონალური ქვოტით წარმოდგენილი სიაში. იმერეთიდან რამდენი იქნება, ჯერ ამას ვერ განვმარტავთ, თუმცა აღვნიშნავ, რომ იმერეთი სოლიდურად იქნება წარმოდგენილი საპარლამენტო სიაში",-განაცხადა გია თევდორაძემ.
შეგახსენებთ, თევდორაძე 2012 წლის საპარლამენტო სიაში მეხუთე ადგილს იკავებდა. ის ამასთანავე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.
ავტორი: ირინა მაკარიძე





13:50
21:51
11:02
16:29
















