|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია"

12-ვე მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, ამის შესახებ ინფორმაცია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძემ საერთაშორისო (პოლონელი) ექსპერტს პიოტრ ჟუბერს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტების მენეჯერს ნინო კაკუბავას მიაწოდა
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ზვიად შალამბერიძემ საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP) ფარგლებში არსებულ ქვეკომპონენტებზე ისაუბრა და დასძინა, რომ 2022 წელს, პროგრამის პრიორიტეტებია: ურბანული განახლება - ინტეგრირებული აქტივობები ურბანულ ტერიტორიებზე, უნიკალური პოტენციალის გამოყენებით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ინტეგრირებული ადგილობრივი განვითარება.
ასევე, განხილვის საგანი იყო (PIRDP)-ის ყველაზე ეფექტური ღონისძიებების განსაზღვრა და იმ შეზღუდვების გამოვლენა, რომლებიც უნდა გადაიჭრას სამომავლო ტერიტორიული განვითარების პროგრამ(ებ)ის მომზადებისას.
 
 ექსპერტი პიოტრ ჟუბერი საპილოტე ინტეგრირებული რეგიონული განვითარების პროგრამის (PIRDP) განხორციელების შესაფასებლად ცენტრალური/რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მოსაზრებებს, ინფორმაციასა და მონაცემებს აგროვებს.
 
საქართველოში რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამა წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ემყარება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკას.
 
პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს დაბალანსებულ და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ტერიტორიული განვითარების ინტეგრირებული ინიციატივების განხორციელების გზით.
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ეგიდით, იმერეთში 2021-2022 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 69 656 927 ლარია გამოყოფილი.
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა