|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის 6 მუნიციპალიტეტში სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

წუხელ, გვიან ღამით სამტრედიის მუნიციპალიტეტში 15-მდე მრავალსართულიან კორპუსს, სახელოვნებო სკოლას, საბავშვო ბაღებსა და დაბა კულაში ადმინისტრაციულ ცენტრს  ქარმა სახურავები გადახადა.

ქვემო იმერეთის  მუნიციპალიტეტში დაზიანებულია ელექტრო სადენები და მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ძლიერმა ქარმა სოფელ დიდ ჯიხაიშში  გაზის მთავარი მაგისტრალიც დააზიანა, ამ ეტაპზე უკვე დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები და სავარაუდოდ, გაზის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება.

იმერეთის მხარის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონებში დაზიანებული ინფრასტრუქტურა იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ  მოინახულა. მან მუნიციპალიტეტებში სპეციალურად შექმნილ საგანგებო ჯგუფებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდა.

ამავე ინფორმაციით, ყველა მუნიციპალიტეტში უკვე დაწყებულია ზარალის დათვლა და ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ქმედითი ნაბიჯები ამინდის გაუმჯობესებისთანავე გადაიდგმება.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა