2017 წლიდან იმერეთის გუბერნიის თანამშრომლებს ხელფასები შეუმცირდებათ
იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე 2016 წელს განხორციელებულ პროექტებს დადებითად აფასებს. მისი თქმით, 2016 წელს უამრავი კარგი პროექტი განხორციელდა და რეგიონისთვის გამოყოფილი თანხა სრულად იქნა ათვისებული.
"დადებითად ვაფასებ 2016 წლის გაწეულ სამუშაოს ჩვენს რეგიონში. 46 მილიონ ლარამდე იყო გამოყოფილი და თანხა თითქმის ათვისებიულია. წელს განხორციელდა უამრავი კარგი პროექტი. უპირატესობა მიენიჭა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. წელს რეგიონებში პრიორიტეტი იყო საბავშვო ბაღები. მოხდა ბაღების რეაბილიტაცია - რესტავრაცია. ასევე 16 ახალი ბაღი აშენდა ჩვენს რეგიონში. სოფლის მეურნეობის მიმართულებით - 15 ათასი ჰექტარამდე მიწა მორწყვადი გახდა, ასევე მოწესრიგდა წყლის არხების გაყვანა.
წელს ტურიზმი მეტად პოპულარული გახდა და ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად განვაგრძობთ. წლევანდელი წელი ასევე წარმატებული აღმოჩნდა სპორტის მხრივაც. უნდა აშენდეს სპორტის სასახლე, სტადიონები. უნიკალური პირობები შეიქმნა ტყიბულში სპორტის განვითარების კუთხით, გაიხსნა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საცურაო აუზი, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა.
ერთადერთი, პრობლემები გვქონდა ბაღდათში, სადაც გარკვეული პერიოდი გამგებელი არ გვყავდა. ამან პროექტების განხორციელებას ხელი შეუშალა, თუმცა ამ დროისთვის პრობლემები მოგვარდა და ყველაფერი კარგად მიდის",-განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.
გუბერნატორის განცხადებით, 2017 წლიდან თანამშრომლებს ხელფასები შეუმცირდებათ, თუმცა შტატების შემცირება არ იგეგმება.
ავტორი: ანუკა ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















