|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნატორის მოადგილედ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი დაინიშნა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა შავლეგო ტაბტაძემ, დღეს თანამშრომლებს ახალი მოადგილე წარუდგინა.

აღნიშნული თანამდებობა ბესიკ გოფოძემ დაიკავა.

ის იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში კურატორობას გაუწევს: იმერეთის რეგიონის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებას, მუნიციპალიტეტების სამოქმედო გეგმების სწორად შესრულებას, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის მუშაობასა და სოფლის მეურნეობის საკითხებს.

ბესიკ გოფოძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 22 წელი სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. სამსახურეობრივი ღვაწლისთვის მიღებული აქვს სახელმწიფოებრივი, უწყებრივი და საერთაშორისო ჯილდოები.

 როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, მთავრობის დადგენილებით, გუბერნატორის მოადგილის შტატი დაემატა.

ამჟამად იმერეთის გუბერნატორს სამი მოადგილე ყავს, გრიგოლ დალაქიშვილი, სოსო ხახალეიშვილი და ახლადდანიშნული ბესიკ გოფოძე. 

 შეგახსენებთ, იმერეთის გუბერნატორის პოსტზე შავლეგო ტაბატაძე 20 აგვისტოს დაინიშნა. მას სამხედრო გენერლის წოდება გასულ წელს აქვს მინიჭებული.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა