|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნატორის მონიტორინგი საჩხერეში გაგრძელდა

საჩხერის მუნიციპალიტეტში  მიმდინარე და  დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები იმერეთის გუბერნატორმა დაათვალიერა.

გუბერნიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მონიტორინგის ფარგლებში მხარის გუბერნატორი საიჩრხე-ჭორვილა-გორისის საავტომობილო გზის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნო. აღნიშნული პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 499 900 ლარით არის დაფინანსებული.

ასევე, დაათვალიერა მოძვი-ჯალაურთას დასრულებული საავტომობილო გზა და სოფლების სარეკისა და ბაჯითის სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა. აღნიშნულ სოფლებს წყალი არასდროს არ მიეწოდებოდა და მოსახლეობა სასმელი წყლით მოსაზღვრე სოფლებისგან სარგებლობდა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ სასმელი წყლით 960 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი.

საჩხერის მუნიციპალიტეტში სპორტული და კულტურული დაწესებულებების მშენებლობაც აქტიურ ფაზაშია. ძალოსნობის დარბაზის სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. პროექტი გარდამავალია და მშენებლობა 2017 წელსაც გაგრძელდება. დარბაზი ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება და 100 მაყურებელზეა გათვლილი. მშენებლობისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 636 892 ლარია გამოყოფილი.

რაც შეეხება მუსიკალურ სკოლას, მშენებლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება 588 500 ლარს შეადგენს.

გუბერნატორთან ერთად იმყოფებოდნენ მისი მოადგილეები და მუნიციპალიტეტების გამგებელი.

შეგახსენებთ, რომ გიგი ჭიჭინაძის იმერეთის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგი ხდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა