იმერეთში გუბერნატორის მოვალეობას ზვიად შალამბერიძე ასრულებს
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მოვალეობას პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე ასრულებს- აღნიშნულის შესახებ "ნიუპრესს" იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს.
ზვიად შალამბერიძე გუბერნატორის პირველ მოადგილედ დაახლოებით ერთი თვის წინ, 25 მარტს დაინიშნა.
ზვიად შალამბერიძეს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ადგილობრივ თვითმმართველობების ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხების, ტრანსპორტის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სფეროებზე კურირება დაევალა.
აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე ზვიად შალამბერიძე შპს ,,ფრეგო“–ს დასავლეთ საქართველოს რეგიონული მენეჯერი იყო. ასევე, სს ,,დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“–ში, სს ,,ჯი პი აი ჰოლდინგ“–ში, მუშაობდა ხელმძღვანელ პოზიციებზე. გარდა ამისა იყო ფინანსური ანალიტიკოსი გაეროს განვითარების პროგრამის ,,საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესაძლებლობათა ზრდა“.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა რომ იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა დატოვა. მან ამ პოსტზე 8 თვე დაჰყო.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















