|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნიაში 110 112, 50 ლარის დანამატი გაიცა

2017 წელს იმერეთის გუბერნიაში 110 112, 50 ლარის დანამატი გაიცა.

"ნიუპრესისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, დანამატი მიიღო იმერეთის გუბერნატომა და მისმა ოთხივე მოადგილემ.

დანამატის სახით  იმერეთის გუბერანტორმა გივი ჭიჭინაძემ 32 450 ლარი მიიღო.

13 500 ლარი მიიღო პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიდრე მერის პოსტზე კანდიდატად დასახელდებოდა.

მერის პოსტზე დასახელებამდე 2 487, 50 ლარი მიიღო გიორგი ჭიღვარიამ.

2 637, 50 ლარი მიიღო იოსებ ხახალეიშვილმა.

5 400 ლარით განისაზღრა გრიგოლ დალაქიშვილის დანამატი, ის პოსტზე აგვისტოში დაინიშნა. 

დანარჩენი თანხა სხვადასხვა თანამშრომელზე გაიცა.

რაც შეეხება პრემიას, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, იმერეთის გუბერნიაში მიმდინარე წელს პრემია არ გაცემულა. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა