დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისათვის იმერეთის გუბერნიაში მიღება მოეწყო
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად იმერეთის გუბერნიაში რეგიონი მცხოვრები ბავშვებისთვის მოეწყო ღონისძიება -"ჩვენ ქრომოსომებს არ ვითვლით".
დაუნის სინდრომის მქონე 50 ბავშვი გუბერნატორმა და მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა მიიღეს და საჩუქრები გადასცეს.
"დღევანდელი დღის მიზანია ამ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირება. ასევე მათი უფლებების დაცვა და აქტიურ ცხოვრებაში მონაწილეობის ხელშეწყობა", - განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.
ბავშვებს დღეს გასართობ ცენტრში მიიღებენ, სადაც მათთვის შოუ პროგრამა გაიმართება. ბავშვებს ასევე დღევანდელი დღის სიმბოლო -ფერადი წინდის ფორმის ტორტით გაუმასპინძლდებიან.
ღონისძიება იმერეთის გუბერნიისა და მუნიციპალიტეტების ინიციატივებით და მხარდაჭერით მოეწყო.
21 მარტი დაუნის სინდრომის დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2011 წელს გამოაცხადა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















