იმერეთის მუნიციპალიტეტები ინკლუზიური მმართველობის გამოცდილებას ეცნობიან
იმერეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დემოკრატიული და ინკლუზიური მმართველობის გამოცდილებას ეცნობიან. შეხვედრა დღეს ქუთაისში ფონდი "სოხუმის" ორგანიზებით მოეწყო.
შეხვედრის მიზანია, საქართველოს რიგ მუნიციპალიტეტებში საერთაშორისო დონორების მიერ ბოლო წლებში დანერგილი "სამოქალაქოს ბიუჯეტის" პროგრამების გამოცდილების გაცნობა. ასევე მოხდა ინფორმაციის გაცვლა, თუ რა არის სამოქალაქო ბიუჯეტი, რა პირობებია საჭირო მისი განხორციელებისთვის, როგორია მისი რეალიზების პროცესი.
"იმერეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს გავაცანით მმართველობის მუშაობის ახალი მეთოდის მნიშვნელობა. ასევე რამდენად არის აუცილებელი მოსახლეობის ჩართვა. მმართველობაში ჩართა არის აუცილებელი ყველა ადამიანისთვის, რომ კარგად დაიგეგმოს ბიუჯეტი და შემდგომი მუშაობა. თემა არის "ინკლუზიური და ჩართული მონაწილეობა მართვაში"-განაცხადა ფონდ "სოხუმის" წარმომადგენელმა ემა კანკიამ. მისივე თქმით, მათ მხარდაჭერა ქუთაისის მერიამ და იმერეთის გუბერნიამ გამოუცხადა.
შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















